,,წუხელ მეზმანა: ჩემი ლექსების წიგნი გამოეშვათ ჩემს გაუგებრად. მაკვირვებდა მისი სიდიდე და შავი ყდა.
ძვირფასო მშობლებო! მე საოცრად შევეჩვიე სიზმრებს, მაგრამ თქვენ არასოდეს მესიზმრებით. ზოგჯერ თქვენზე მიფიქრია და დამიძინია, მაგრამ არა და არა,თქვენი ნახვა არ მიხერხდება. დასწყევლოს ღმერთმა, ისე იფიქრებს ვინმე ამ წერილის წაკითხვაზე, თითქოს ბავშვი ვიყო, ოცდახუთი წელი კი დამეწყო. ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში, მე მათ ვერ ვხედავ.
ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ, ყველგან რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს.
მჯერა: მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან, ამ გრიგალიდან დავბრუნდები გამარჯვებული ლაშქართან ერთად. მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდენენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს. რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე“.
მირზა 1941წ
ფრონტი